ჯანმო "კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე

11 იანვარი 2023, 10:03 655 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ეს რეკომენდაცია უნდა გაიცეს ყველა მგზავრისთვის, რომელიც იმ ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც „კოვიდ-19“ ფართოდ ვრცელდება.

"როიტერის“ ინფორმაციით, ამ რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ტესტირება ჩაუტარდეთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი