ბორჯღალოსნები ზაფხულში მსოფლიოს თასის წინ შოტლანდიას შეხვდებიან

10 იანვარი 2023, 21:48 574 ნახვა

2023 წლის მსოფლიო თასის წინ, 26 აგვისტოს, ედინბურგში, ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩს შოტლანდიასთან გამართავენ. საქართველოს რაგბის კავშირმა ტესტ-მატჩი ოფიციალურად დაადასტურა.

თამაში ლეგენდარულ მარიფილდზე გაიმართება, რომელიც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. 

ტიერ 1-ის სარაგბო ქვეყნებიდან მსოფლიო თასს მიღმა სქოთებთან ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ გვითამაშია. ამასთან, შოტლანდია ტიერ1-ის პირველი ნაკრები გახდა, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. 

2023 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ გასახურებელ თამაშს გამართავენ. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

საფრანგეთის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება, საქართველო კი პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში