გაწმენდითი სამუშაოები ხულოში

10 იანვარი 2023, 12:12 659 ნახვა

ხულოში აღარ თოვს. რამდენიმედღიანი უამინდობისგან გამოწვეული შეფერხებების  აღმოსაფხვრელად სამუშაოები გრძელდება. მაღალი ზონის სოფლებში  თოვლის საფარმა  ნახევარ მეტრს გადააჭარბა.  

ამ დროისთვის გაწმენდილია  გზები, რომლებიც სოფლებს ადმინისტრაციულ ერთეულებთან  აკავშირებს. მიმდინარეობს  შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გასუფთავება.

გაწმენდილია ცენტრალური გზები, თუმცა ლიპყინულის გამო მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა დასაშვები.    

ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოში დანისპარაულსა და გელაურას, ხოლო შუახევში ბარათაულს, ვანსა და ნაღვარევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში