ვითარება გზებზე

30 იანვარი 2017, 00:00 1872 ნახვა

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.  მაღალმთიან აჭარაში  თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს გადააჭარბა, რამაც მოძრაობა შეაფერხა, როგორც ცენტრალურ ისე სოფლებთან მისასვლელ გზებზე. იწმინდება ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით აქ რვა  ერთეული ტექნიკა მუშაობს.  ქედაში შუახევსა და ხულოში შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია,  განსაკუთრებით მძიმეა ვითარება მაჭახლის ხეობაში ხელვაჩაურში, ქედაში- სოფელ ნამონასტრევსა და ხარაულაში, შუახევში- ტბეთის,  ნაღვარევისა  უჩამბის თემებში,  ხულოში კი ხიხაძირის მიმართულებითაა. სოფლებთან დამაკავშირებელი აქ გზები გაუწმენდავია. 

ამავე კატეგორიაში