მესისა და რონალდოს ბოლო დაპირისპირება

10 იანვარი 2023, 11:20 610 ნახვა

კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის დაპირისპირება, უდიდესი ალბათობით მალე შედგება და შესაძლოა, ეს მათი ერთ-ერთი უკანასკნელი დუელიც იყოს.   

„პარი სენ-ჟერმენში“ დაადასტურეს, რომ    19 იანვარს პსჟ ტესტ-მატჩს გამართავს საუდელთა ტოპ-კლუბების, „ალ-ჰილალის“ და „ალ-ნასრის“ ფეხბურთელებისგან შემდგარ  ნაკრებთან.  

ეს უკანასკნელი კი კრიშტიანო რონალდოს ახალი კლუბია.  სწორედ ამ შეხვედრაში შედგება რონალდოს დებიუტი საუდის არაბეთში. შეგახსენებთ, რომ რონალდოს და მესის ბოლო დუელი ჩემპიონთა ლიგაში შედგა. ეს 2020   წლის  8   დეკემბერს  მოხდა, როცა კრიშტიანოს   „იუვენტუსმა“   ლეოს  „ბარსელონა“   3:0 დაამარცხა.

საერთო ჯამში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 36 ოფიციალური შეხვედრა აქვთ. მესიმ 16 მოიგო, რონალდომ 11 და 9 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში