მაღალმთიანეთში გზების გაწმენდა მიმდინარეობს

09 იანვარი 2023, 20:05 1048 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში  გამოიდარა. გადაუღებელი თოვის შედეგად  ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის სიმაღლემ  80 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში ნახევარ მეტრამდეა.

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების განცხადებით მთელი დღის განმავლობაში და ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. თითქმის ყველა სოფლებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია,  შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით  კურორტ „გოდერძთან“ მისვლა.   

გზების გაწმენდით სამუშაოებში 40-მდე სპეც ტექნიკაა ჩართული. 

რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ინფორმაციით, შეფერხებაა შუახევში, ჭვანის ხეობის რამდენიმე აბონენტისათვის. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი