ტოჩინოშინი მეორე შეხვედრაში დამარცხდა

09 იანვარი 2023, 14:08 514 ნახვა

იანვრის ბაშოზე ლევან გორგაძემ ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლა ჰირადოუმის წინააღმდეგ ჩაატარა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.

ლევანმა თავიდან აქტიურად შეუტია, ილეთის გაკეთებასაც შეეცადა, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინს, მისთვის საიუბილეო მე-100 ბაშოზე, თითო მოგება-წაგება აქვს. შეჯიბრების მესამე დღეს ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი