დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

08 იანვარი 2023, 20:05 1644 ნახვა

მეორე დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბაში 30 სანტიმეტრია.

მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს 14 ერთეული ტექნიკა ახორციელებს, იწმინდება როგორც თემებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.

მუნიციპალიტეტში საავტომობილო მოძრაობა რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. 1 მეტრს მიაღწია თოვლის საფარმა შუახევის მაღალი ზონის სოფლებში, ხოლო დაბალ სოფლებში 50 სანტიმეტრია.

ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრია, ხოლო დაბალ სოფლებში 10 სანტიმეტრს აღწევს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მუშაობს საავტომობილო გზების ტექნიკა და დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ენერგო მომარაგებას, ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ინფორმაციით ქედაში ელექტროენერგია ყველას მიეწოდება, შუახევსა კი ხულოში მცირედი ნაწილი დარჩა და დენი ამ აბონენტებსაც მალე ჩაერთვებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი