გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპების პირობებში 2100 წლისთვის დედამიწაზე გაქრება მყინვარების 68%, უარეს შემთხვევაში - 83%, საუკეთესო შემთხვევაში კი - ნახევარზე ნაკლები - ასეთია უცხოელი მკვლევარების დასკვნა, რომელიც საგანგაშო ციფრებს მოიცავს.
მყინვარების მასშტაბური დნობა, ასევე ნიშნავს მსოფლიოში წყლის მარაგის კლებას და მომატებული წყალდიდობების რისკს.
მკვლევარების თქმით, ამ პირობებში მოქალაქეების მხრიდან ბუნებაზე ზრუნვა დადებითი შედეგების გარანტი უნდა გახდეს.