"ნაპოლი" დღეს გასვლაზე "სამპდორიას" დაუპირისპირდება

08 იანვარი 2023, 15:43 904 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" გასვლაზე "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის ნეაპოლელები 41 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო გენუელები 9 ქულით მე-18 პოზიციას იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "სამპდორია" დანაკლისით იქნება. "ნაპოლი" კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ "სამპდორიასთან" ძირითადად შემადგენლობაში 3-4 ცვლილებებს განახორციელებს.

ეს მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში