ჩემი აზრით, ხვიჩას "ინტერთან" ცუდად არ უთამაშია - ლუჩანო სპალეტი

07 იანვარი 2023, 18:41 717 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "სამპდორიას" ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ხვიჩას "ინტერთან" ცუდად არ უთამაშია.

"როდესაც მის გაკრიტიკებას შეეცდებით, მე მისი პირველი დამცველი ვიქნები. მაღალი კლასის ფეხბურთელები იოლად ექცევიან საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როდესაც რაღაც ისე არ გამოსდით, რასაც მიჩვეული ვართ. ჩემი აზრით, მას ურიგოდ არ უთამაშია" - განაცხადა სპალეტიმ. 

იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და კვარაცხელიას ვარჯიშებზე ყველაფერს აკეთებს.

სპალეტიმ ხვალინდელი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში 3-4  ცვლილებება დააანონსა.

ამ დროისთვის "ნაპოლი" 41 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს კონკურენტ "მილანს" 5 ქულით უსწრებს. "სამპდორიას" და "ნაპოლის" მატჩი 8 იანვარს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში