დიდთოვლობა

30 იანვარი 2017, 00:00 3108 ნახვა

სოფელ ბობოყვათში, ყოფილი სკოლის შენობაში თვითნებურად შესახლებულები ქობულეთის გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართავენ. ამბობენ, რომ დიდთოვლობის გამო სახურავის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. როგრც ამბობენ,  სახურავის რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს თვითმმართველობას, თუმცა დღემდე შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიაში ასევე ამბობენ, რომ უხვმა ნალექმა პრობლემები არა მარტო აღნიშნულ ოჯახებს, არამედ სოფლის მოსახლეობასაც შეუქმნა. საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, გზები სოფლების უმეტეს ნაწილში გაუწმენდავია. გამგეობის ჯერ ჯერობით საპასუხო კომენტარი არ კეთდება. 

ამავე კატეგორიაში