ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეში მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადამიანში ღვთის ხმა სინდისის სახით ცხოვრობს და ჩვენ ამ ხმას ყური უნდა ვუგდოთ და ამით შევძლებთ თავი ავარიდოთ მძიმე ცოდვებს.
პატრიარქმა საქართველოსთვის რთულ პერიოდში ცხოვრებაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ გარე გამოწვევებთან ბრძოლაში ერთიანობა დაგვეხმარება.