ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

06 იანვარი 2023, 17:30 625 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე განმარტებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი