ოკუპანტის „საშობაო ზავი“

05 იანვარი 2023, 19:51 556 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს. მისივე განცხადებით, დიპლომატიური მარათონის შედეგად, მათ ხელშესახები სიახლეები აქვთ. ზელენსკის თქმით, წელს ბოლო უნდა მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი