სატელეფონო საუბარი პუტინსა და ერდოღანს შორის

05 იანვარი 2023, 17:44 493 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას. „ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციულ როლს ასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი