საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 22 იანვარს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება ელექტრონული ფორმით ერთ სესიად ჩატარდება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება და 5 საათს გაგრძელდება.
დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გასაუბრების ეტაპზე გადავლენ.