9 ათასამდე ექიმი და 8 ათასზე მეტი ექთანი იანვრიდან გაზრდილ ხელფასს აიღებს. ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება უკვე ძალაშია.
ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარი, თვეში კი მინიმუმ 1260 ლარი, ექთნების კი საათში 4 ლარი და 40 თეთრი, თვეში მინიმუმ 792 ლარი იქნება. ეს ხელფასის მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.
წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.