საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და დღეიდან ძალაში შევიდა.
ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს.
ასევე დღეიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000-დან 2000 ლარამდე იზრდება.