2 ათასი აბონენტი შუქის გარეშე

29 იანვარი 2017, 00:00 3001 ნახვა

ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე აჭარაში 2 ათასამდე აბონენტია დარჩენილი. ენერგოკომპანიაში დენის გათიშვის ძირითად მიზეზად დიდთოვლობის დროს სადენების დაზიანებას ასახელებენ. მათი განმარტებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ქობულეთის სოფლებშია, სადაც გზებზე გადაადგილება და შესაბამისად ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება პრობლემურია. დენი შეზღუდვებით მიეწოდება ხულოში სოფელ დიდაჭარის ნაწილს და ქედაში  100-მდე აბონენტს. დენი გათიშულია ბათუმის რამდენიმე ქუჩაზეც.  კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი