თოვლმა პრობლემები შექმნა ბათუმში. მას შემდეგ რაც ქალაქში ამინდი გაუარესდა შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების მარშუტი, გზების დიდი ნაწილი ვერ გაიწმინდა და შეფერხდა გადაადგილებაც. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებდნენ თოვლის საფარისგან.