სპორტის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, ყველა სტადიონის რეაბილიტაცია-შეკეთება-განახლება, ასევე ვგეგმავთ, გაისად ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს 21 წლამდე ფეხბურთში, რაც ძალიან დიდი სანახაობა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ მიზნით გამოყოფილია 100 მლნ. ლარამდე.
"მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რეგიონებში დარჩება უეფას სტანდარტებით გაუმჯებესებული სტადიონები"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დაგეგმილია ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისის თეატრების, ახალციხის თეატრის რეაბილიტაცია-მშენებლობა. ასევე შალვა ამირანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები.