ბათუმში დასრულდა აჭარის ღია პირველობა მკლავჭიდში 18 წლამდე სპორტსმენთა შორის. ტურნირში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა. ეს იყო აჭარის მკლავჭიდის რეგიონული ფედერაციის მიერ ორგანიზებული 2022 წლის შემაჯამებელი ტურნირი. შეჯიბრების შემდეგ აჭარის ნაკრები დაკომპლექტდება.