ეროვნული ლიგის კლუბებს მოთხოვნა მიეცათ შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ გუნდზე

22 დეკემბერი 2022, 23:59 1002 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. 

წლის ბოლო სხდომაზე 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა.  საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის წევრებს, პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ. 

ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ ქალთა გუნდზე ან საფეხბურთო სკოლაზე. ამასთან, ეროვნული ლიგის 10 კლუბთან ერთად, ქალთა ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ კლუბებს მოეთხოვებათ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც კლუბის მიერ დანიშნულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს.

სხდომაზე შეჯამდა 2022 წელი და დაიგეგმა მომავალი წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და  აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია. 

გეტყვით რომ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში მიხეილ მესხის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება 
პროექტის დასრულების შედეგად სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის  გახდება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში