ბათუმის საზაფხულო თეატრში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო პოეტის 70 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ბათუმელ მკითხველს საშუალება ჰქონდა პოეზიასთან ერთად ხევსურული ფოლკლორი და ტარიელ ხარხელაურის ნაწარმოებებზე შექმნილი სიმღერებიც მოესმინა. შეხვედრას მწერლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.