ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინგლისური კლუბი არის დაინტერესებული

16 დეკემბერი 2022, 18:57 2849 ნახვა

ბრიტანული გამოცემის "The Times"-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინგლისური "ნიუკასლი" არის დაინტერესებული.

გამოცემა წერს, რომ ინგლისელები მზად არიან 21 წლის ქართველის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"მსოფლიოს ჩემპიონატამდე 21 წლის ქართველი შემტევი რეგულარულად ხვდებოდა ნიუკასლის თვალთახედვის არეში და შთაბეჭდილებები იმდენად კარგი იყო, რომ ის მთავარი სამიზნე გახდა ", - წერს "The Times".

კვარცხელია "ნაპოლიმ" გასულ ზაფხულს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ქართველმა ნეაპოლური კლუბის მაისურით 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი გამოიმუშავა. "ნიუკასლი" ამ დროისთვის 30 ქულით პრემიერლიგაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. სხვადასხვა დროს "ნიუკასლის " შემადგენლობაში ორ ქართველს თემურ ქეცბაიას და ზურაბ ხიზანიშვილის უთამაშია.

ხვიჩას "ნაპოლი" კი 41 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იმყოფება, სადაც ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში