”ფრონტზე სიმშვიდე არ არის” - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში აღწერს უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ არტილერიით განადგურებულ ქალაქებს, დარჩენილია მხოლოდ შიშველი ნანგრევები და კრატერები.
უკრაინის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო ტერორი გრძელდება-ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ გუშინ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ირანული წარმოების შაჰიდის 13 დრონის განეიტრალება შეძლო.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიიღოს უფრო თანამედროვე და მძლავრი საზენიტო სისტემები.
ზელენსკი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში რუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობას ეწინააღმდეგება.