მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი არგენტინის ეროვნული ნაკრებია. ნახევარფინალში არგენტინამ დიდი ანგარიშით 3-0 მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები დაამარცხა.
33-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების მეკარე ლივაკოვიჩი ალვარესთან უხეშობისთვის დააჯარიმეს და არგენტინამ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომლის რეალიზებაც ლეონელ მესიმ მოახერხა. მალევე ალვარესმა გოლის გატანა თავად შეძლო და პირველი ტაიმი სამხრეთ ამერიკელებმა 2-0 მოიგეს.
შეხვედრის 69-ე წუთზე მესიმ ალვარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფინალში გასვლაზე ისაუბრა:
"ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს არის ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, როგორც არგენტინელი. ეს ემოციური მომენტია, ისტორიას ვწერთ. ახლა სიხარულის დროა, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც გასაკეთებელია. ლიონელ მესიმ მუნდიალზე 25-ედ ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა. ასევე მესიმ მე-11 გოლი გაიტანა მუნდიალებზე და არგენტინის ყველა დროის ბომბარდირი გახდა,"- აცხადებს ლიონელ სკალონი.
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფინალში 18 დეკემბერს ითამაშებს, მისი მეტოქე კი დღეს საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირებების შემდეგ გაირკვევა. ხორვატიის ნაკრები კი ამ წყვილში დამარცხებულთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშებს.