სეზონური ვირუსები - სიმპტომები და გავრცელება

11 დეკემბერი 2022, 20:12 3792 ნახვა

გრიპი, რესპირაციული ვირუსები და კოვიდ-19 – საქართველოში ახლა ერთდროულად სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

სიმპტომები თითქმის იდენტურია. რისკ-ჯგუფებში კი ისევ  ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები  და ასაკოვანი ადამიანები არიან, ასევე  სეზონური ვირუსები ადვილად ვრცელდება ბავშვებში.

მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკივილი, ფაღარათი და გულისრევის შეგრძნება - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ინფიცირებულ მოქალაქეებშია გავრცელებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში