ქუთაისის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაცია გრძელდება

11 დეკემბერი 2022, 10:20 482 ნახვა

ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის  სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. ილია ღუდუშაური დეტალურად გაეცნო სამედიცინო დაწესებულების პროფილური რემონტის დეტალებს.

საოპერაციო, საპროცედურო თუ პალატების განთავსების საკითხებს.  გარდა ამისა, ქუთაისში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი განყოფილება ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადაინაცვლებს.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში ლოკაციის ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი