აჭარაში სპორტის და სპორტული ინფრასტეუქტურის დაფინანსება იზრდება

09 დეკემბერი 2022, 18:25 837 ნახვა

აჭარაში მომავალი წლისთვის იზრდება სპორტის მხარდაჭერა და დაფინანსება. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებს ერთჯერად ჯილდოებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. მთავრობის ინფორმაციით, ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოედნების, სპორტული დარბაზების, სარაგბო და საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა. დასრულდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, სპორტკომპლექსის და შუახევის ფიფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა. მომავალ წელს 10 პროექტისთვის სამინისტრო 155 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. მათ შორის თანხები გამოყოფილია ქობულეთისა და ხელვაჩაურის სასპორტო კომპლექსების მშენებლობისთვის, მაჭახელას საფეხბურთო სტადიონისთვის და საცურაო აუზისთვისაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში