''ნაციონალურ მოძრაობაში'' 3 ოპოზიციური პარტიის შეხვედრას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ეხმაურებიან.
''ქართული ოცნების'' ლიდერები შეხვედრას დესტრუქციულ მიზნებს უკავშირებენ, ხელისუფლების ოპონენტთათვის კი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება და ჩანიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ.