შეფასებები მედიაში გავრცელებულ მასალებზე

08 დეკემბერი 2022, 14:39 588 ნახვა

მედიაში გავრცელებულ მასალებს, სადაც ჩანს რომ საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ მებრძოლები ომში ფინანსური ინტერესის გამო მიდიან, ასევე ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

თავის მხრივ მმართველი გუნდის ამ განცხადებას უარყოფითად აფასებენ ოპონენტები და ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი