ევროკავშირი სანქციების მორიგ პაკეტს აანონსებს

08 დეკემბერი 2022, 11:02 697 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნულ პაკეტში სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატება. მისი განცხადებით, ეს ის კომპანიები იქნებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, სამხედროებთან, სახელმწიფო დუმისა და ხელისუფლების წევრებთან.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, შავ სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკი, ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, განსაკუთრებით კი, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკას, ასევე შეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი