რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ბირთვული ომის რისკი იზრდება, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთი არ გაგიჟებულა და, რომ ის საკუთარ ბირთვულ არსენალს მხოლოდ თავდაცვით შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს.
ამის მიუხედავად, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი დაიცავს თავის ტერიტორიას და მის მოკავშირეებს "ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით" და დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა და არა რუსეთმა განათავსეს ე.წ. "ტაქტიკური" ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნებში. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ომი უკრაინაში შეიძლება გრძელვადიანი პროცესი იყოს.
პუტინის თქმით, საუბრები რაღაც დამატებით სამობილიზაციო ღონისძიებებზე შინაარსს მოკლებულია.