გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

07 დეკემბერი 2022, 11:40 578 ნახვა

10 დეკემბრამდე გრიპის აცრა ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინით გარკვეული ჯგუფების გარდა სხვებიც ისარგებლებენ.  

მსურველებმა აცრისთვის მუნიციპალიტეტებში არსებულ ამბულატორიებს უნდა მიმართონ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე აცრილია 23 ათასი ადამიანი.  

სტატისტიკით აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ფიქსირდება.

გრიპის  საწინააღმდეგო ვაქცინა ასევე რეკომენდებულია ორსულებისთვისაც,  თუმცა აცრის მაჩვენებელი აქ საკმაოდ დაბალია.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი