კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში გუშინ მეოთხედფინალის ბოლო წყვილი გაირკვა. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთი მაროკოსთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა. პენალტები კი ესპანელებმა ძალიან ცუდად შეასრულეს და მუნდიალს დაემშვიდობნენ.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ პორტუგალიამ შვეიცარიასთან ფავორიტის სტატუსი სრულიად გაამართლა და მეტოქე 6:1 დაამარცხა.
მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: ხორვატია-ბრაზილია; ნიდერლანდები-არგენტინა; საფრანგეთი-ინგლისი; პორტუგალია-მაროკო. ნატჩები 9-10 დეკემბერს გაიმართება.