პუტინთან საუბრის შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნება - შოლცი

05 დეკემბერი 2022, 11:07 423 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იმ შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად და დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს და ვიდრე უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი