რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში "შავმა ლომმა“ ესპანურ "იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:9 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ფინალში ითამაშებს.
ლევან მაისაშვილის შეგირდებმა შეხვედრაში მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება 6-ჯერ მოახერხეს, ჰეთ-თრიქით აკა ტაბუცაძე გამოირჩა, დუბლი შალვა მამუკაშვილმა გაიფორმა, ხოლო ერთი ლელოს გატანა ნოდარ ჭეიშვილმა შეძლო.
ლუკა მატკავას ანგარიშზე კი, 4 გარდასხვა და 1 ერთი გატანილი ჯარიმა დაგროვდა. პირველი ქართული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ მეტოქე ფინალში ლუზიტანუშსა“ (პორტუგალია) და „თელავივ ჰითსს“ (ისრაელი) შორის გამარჯვებული იქნება.