ჩეხეთის საელჩო საქართველოში ელჩის, პეტრ მიკისკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტთან დაკავშირებით წერს. მათი ინფორმაციით, ელჩმა უწყებაში ისაუბრა, რომ საკუთარ კომენტარში ის არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, არამედ ზოგად ვაჭრობაზე საუბრობდა.
"ელჩმა განმარტა, რომ მისი კომენტარი, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოღებული, არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას", - დაწერა საელჩომ და განმარტა, რომ "სანქციების საკითხზე საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიციას" აფასებენ და ეს იციან.