''ნაციონალური მოძრაობის'' პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია, 11 დეკემბერი 15 საათი.
თანაგუნდელების საჯარო მოწოდებას კობა ნაყოფიამ უკრაინიდან ასევე საჯარო ვიდეო-მიმართვით უპასუხა და არჩევნების სწრაფად დანიშვნის მომხრეებს კომუნიკაციის ფორმები დაუწუნა.
მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.
აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები ძალიან სწრაფად, მიმდინარე თვეში ჩატარდეს.