საფეხბურთო კლუბმა ''გონიომ'' საქართველოს მეოთხე ლიგის საგზური მოიპოვა

28 ნოემბერი 2022, 16:46 1307 ნახვა

საფეხბურთო კლუბმა ''გონიომ'' მეოთხე ლიგის საგზური მოიპოვა. მეოთხე ლიგაში გადასასვლელ ფლეიოფში ''გონიო'' ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე თბილისის ''გლდანს'' დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.

შეხვედრაში მე-13 წუთზე საბა შალიკაშვილმა ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორამდე ბეთა ხუბუას გადაცემით ბაჩანა მჭედიამ გაზარდა. მეორე ნახევარში შავიზღვისპირელები უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანაც შეეძლოთ.

საბოლოო ჯამში ''გონიომ'' ეს დაპირისპირება 2-0 მოიგო და ისტორიაში პირველად საქართველოს მეოთხე ლიგაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ''გონიომ'' წლევანდელი რეგიონული ლიგის ''გ'' ჯგუფში 48 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ფლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში