სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება - პრემიერი

28 ნოემბერი 2022, 14:10 551 ნახვა

2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"სოციალური მიმართულებით, ჩვენ მომდევნო წელს, სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იყო პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება, თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ და 2023 წლის პირველი ივლისიდან, ეს თანხა გახდება 200 ლარი, ანუ თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი