სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინიციატივით შედგა. მხარეები სახალხო დამცველობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შეეცდებიან, რომლის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმაა საჭირო.