სეზონური ვირუსები

22 ნოემბერი 2022, 11:32 713 ნახვა

საქართველოში ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც  5 დღეს გრძელდება.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ  ვირუსის მართვა ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ბინაზეა შესაძლებელი.

თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსი კი  საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. 

თავის დაცვისთვის რეკომენდაციები ისევ არის ხელის ჰიგიენა, დისტანცია. ხოლო  ბავშვი თუ არის ავად, სკოლაში ან საბავშვო ბაღში ნუ გაუშვებთ. 

სეზონური ვირუსის პიკს კი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი