სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

20 ნოემბერი 2022, 14:45 635 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიასთან. შეკრებილები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ.

ტერიტორიაზე აქციაზე იმყოფებიან ოჯახის წევრები, მედიკოსები, მისი მხარდამჭერები და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. 

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის უფრო და უფრო მძიმდება, ამიტომ საჭიროა დაუყოვნებლივ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი