სქესობრივი დანაშაულების დეფინიციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის მიზნით ქალთა მოძრაობა, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ერთიანდებიან და 25 ნოემბერს მასშტაბურ აქცია - მარშს აანონსებენ.
ისინი კანონში არსებულ ხარევზებზე საუბრობენ, რაც მათი აზრით, ქალის გაუპატიურების შემთხვევაში დანაშაულის დადგენას ართულებს.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.