არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რაკეტის ჩამოვარდნა თავდასხმა იყო - ანჯეი დუდა

16 ნოემბერი 2022, 16:04 406 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო.

მისივე განმარტებით, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული.

დუდას ინფორმაციით, ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ „ეს-300“-ის ძველი რაკეტა იყო.

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, გუშინ საღამოს, რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი