„შემოდგომა ქედაში“ და „ღვინის ფესტივალი“ ხვალ ერთდროულად გაიმართება. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ადგილობრივ პროდუქციას, ასევე ეთნოგრაფიულ და რეწვის ნიმუშებს გამოფენენ. დაგეგმილია საპატიო ქედელების დაჯილდოვება და კონცერტი.
ჭადრაკში, ნარდსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართება სპორტული აქტივობები. სივრცე გამოიყოფა ქედელი მეღვინეებისთვის. ჩატარდება რეწვის და სხვადასხვა მასტერკლასი.
დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობებიც.