გრიპზე აცრა 15 ნოემბრის ჩათვლით ყველასთვის უფასოა

13 ნოემბერი 2022, 14:30 738 ნახვა

გრიპის ვირუსის უფასო აცრა 15 ნოემბრამდე გრძელდება. ვაქცინაციის მსურველებმა აცრის გასაკეთებლად , ბათუმის პოლიკლინიკებს , საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრს, ბათუმის #1 პოლიკლინიკას, ევექსის კლინიკებს და სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებს უნდა მიმართონ. 

უფასო ვაქცინაციის კვირეულის  დასრულების შემდეგ, აცრა უფასო   მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს 60-70 ლარის გადახდა მოუწევთ. 

მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა მიმართოს და მომსახურების მისაღებად თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია საქართველოში 21 სექტემბრიდან დაიწყო.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი